კულება: სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის მთავრობის მოქმედება დამოკიდებული იქნება საქართველოს მთავრობის მომდევნო ნაბიჯებზე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრი კულებას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის მთავრობის სამომავლო ქმედება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას მოიმოქმედებს დაკავებულთან მიმართებით საქართველოს მთავრობა.

ამის შესახებ მან უკრაინულ მედიას განუცხადა.

“უკრაინის მთავრობის პოზიცია ასეთია: სახელის, გვარისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად, უკრაინის მოქალაქე სარგებლობს ქვეყნის სრული მხარდაჭერითა და მფარველობით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში”, – თქვა მინისტრმა.

მისი თქმით, შესაბამისად, სააკაშვილისთვის შეთავაზებულია საკონსულოს მხარდაჭერა, როგორც არის ხოლმე შეთავაზებული ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება.

მან ხაზი გასუვა, რომ 4 ოქტომბერს სააკაშვილი უკრაინის კონსულმა ციხეში მოინახულა, საქართველოში უკრაინის საელჩომ კი უნდა უზრუნველყოს საქართველოს მთავრობასთან ურთიერთქმედების ოპერატიული მექანიზმი, რომ ნებისმიერ მომენტში შესაძლებელი იყოს საქმესთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება.

“სამომავლო ქმედებები დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ პროცესუალურ ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს მთავრობა. მაგრამ ჩვენ მას დავიცავთ, რადგან ის ჩვენი მოქალაქეა”, – თქვა კულებამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები