„როცა გეუბნებიან, რომ 47 %-ის ამღები პარტია გამარჯვებული არაა, ეს ნიშნავს, რომ დიქტატორის აზროვნება გაქვს“ – გოგა ხაინდრავა

“როცა გეუბნებიან, რომ 47 %-ის ამღები პარტია გამარჯვებული არაა, ეს ნიშნავს იმას, რომ მენტალობით ერთპიროვნული მმართველობის ხარ, დიქტატორის აზროვნება გაქვს”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხანიდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხაინდრავამ ადგილობრივი არჩევნების შედეგები შეაფასა.
„მერვე არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 47 % აიღო. მმართველობის მეათე წლის თავზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 47 %-ს რომ აიღებს რომელიმე პარტია, ეს უდიდესი წარმატებაა. სულ ახლახან, გერმანიაში ჩატარდა ბუნდესტაგის, საპარლამენტო არჩევნები. მოგებულმა პარტიამ, „სოციალ-დეკოკრატებმა“ 29 % – მდე აიღეს და ეს დიდ გამარჯვებად ითვლება, მთავრობას აყალიბებენ.
მხოლოდ ამ აბსურდში, ტრაგიკომედიაში, რომელიც საქართველოში ხდება, შეიძლება ითქვას, რომ 47 % – ს რომ აიღებს პარტია, ის დამარცხებულია. ეს სრული სიგიჟეა. საზოგადოების ტრაგედიაა, რომ ასეთ რამეს სერიოზულად ვიხილავთ. 64 მუნიციპალიტეტიდან 44-ში მოიგო „ქართულმა ოცნებამ“, მეტი რა უნდა მოეგო?
როცა გეუბნებიან, რომ 47 %-ის ამღები პარტია გამარჯვებული არაა, ეს ნიშნავს იმას, რომ მენტალობით ერთპიროვნული მმართველობის ხარ, დიქტატორის აზროვნება გაქვს. აბა, 100 % უნდა აიღო? როგორც სააკაშვილის დროს იყო 93 , 95, 97 % უნდა აიღო?“, – განაცხადა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები