დიდ ბრიტანეთში მკვლელობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს – მათ შორის 3 მოზარდია

დიდ ბრიტანეთში, სურეის საგრაფოში 40 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს, მათ შორის 3 მოზარდია.

ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა METRO ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მალევე მივიდა, თუმცა, მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ

“ჩვენ კარგად გვესმის, რომ მომხდარი მოქალაქეების შეშფოთებას იწვევს, თუმცა, მინდა, ისინი დავარწმუნო, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ დამნაშავის გამოსავლენად”, – განაცხადა სურეის რაიონის ინსპექტორმა, ჯეიმს ვიატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები