„საქართველოს ჭირი და სარკომაა, რომ „ნაცმოძრობა“ მუდამ მეორე ადგილზეა“ – გოგა ხაინდრავა
“მიხეილ სააკაშვილს დიდხანს მოუწვეს ციხეში ყოფნა. მისი პოლიტიკური აქტივობა დამთავრებულია”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხანიდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხაინდრავა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრებას გამოეხმაურა.
„როდესაც ოგბუნუჯუსნაირ შედეგებს დებ, სირცხვილით ხალხში უნდა წახვიდე და პოლიტიკაზე აღარ ილაპარაკო. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ადგილს: საქართველოს ჭირი და სარკომაა, რომ „ნაციონალური მოძრობა“ მუდამ მეორე ადგილზეა. ეს ჩვენი უბედურებაა. ეს არის ბნელების, კრიმინალების გაერთიანება, მათი ბელადი, როგორც იქნა, აღმოჩნდა იქ, სადაც უნდა იყოს. მინდა „სახალხო ნაციონალური მოძრაობის“ დამცველს, ქალბატონ ლომჯარიას ვკითხო: მას შემდეგ, რაც სააკაშვილი ციხეში მოინახულა, ფიქრობს, რომ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობების მსურველებმა უნდა გაიარონ ტესტი ნარკოტიკზე, თუ არა?
სააკაშვილი არაა საქართველოს მოქალაქე, ის უკრაინის მოქლაქეა და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება საერთოდ არ აქვს. ის არის უკრაინის მოქალაქე და თანაც კრიმინალი, რომელსაც დაუდასტურდა ძალიან მძიმე დანაშულებები. გარდა ამისა, ის კანონის დარღვევით შემოვიდა საქართველოში, ისევე როგორ უკრაინიდან გამოვიდა. როგორც აღმოჩნდა, უკრაინაშიც აღძრულია საქმე ამასთან დაკვშირებით.
ამას თუ დავამატებთ სავარაუდოდ იმ საქმეებს, რომლებიც მეგის ქარდავას მეშვეობით იქნება გახსნილი, მას დიდხანს მოუწვეს იქ ყოფნა. მისი პოლიტიკური აქტივობა დამთავრებულია. გოდო არის იქ, სადაც უნდა იყოს“, – განაცხადა ხაინდრავამ.