„თალიბანს“ არ გამორჩენია ის ფაქტი, რომ ქართველები ავღანეთში ამერიკელებთან ერთად იბრძოდნენ“ – გოგა ხაინდრავა

„თალიბანს“ არ გამორჩენია ის ფაქტი, რომ ქართველები ავღანეთში ამერიკელებთან ერთად იბრძოდნენ. ამის პირველი ნიშანი იყო ის, რომ ერთერთი პირველი, რაც “თალიბანის” მთავრობამ გააკეთა – შეხვდა უკანონო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენელს, ვინმე სმირნოვს”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხანიდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან მძიმე მდგომარეობაა.
„ყველაზე რთული, რაც დღეს ჩვენი ქვეყნისთვისაა, ეს საერთაშორისო ასპარეზი, სადაც ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ავღანეთის კრახის შემდეგ მსოფლიოში მოიშალა, პრაქტიკულად, ყველანაირი წესრიგი და ურთიერთობის კონსტრუქცია, რაც აქამდე არსებობდა. ამას წინაპირობა დაუდო, პირველ ყოვლის, აშშ-ის არჩევნებმა. ამის შედეგი იყო, ალბათ, ის კრახი ავღანეთში, რომელიც ყველამ ვნახეთ. სხვას ვერაფერს დაარქმევ ვითარებას, რომელიც იქ შეიქმნა. ხელისუფლებაში დაბრუნდა „თალიბანი“, კაციჭამიების და ტერორისტების გაერთიანება. მთელს მსოფლიოში ასეა აღიარებული. გარდა იმისა, რომ ხელისფულება ჩაიგდეს ხელში, მათ ხელში ჩაუვარდათ 85 მილიარდი დოლარის სუპერთანამედროვე იარაღი. ეს იარაღი ავღანეთში უკვე ისვრის და როდის დაიწყებს სროლას სხვაგან, კაცმა არ იცის”, – განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე თქმით, ავღანეთში შექმნილი ვითარება საქართველოსთვის დამაფიქრებელია.
„მთელი 20 წლის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებული ძალები სამშვიდობო მისიაში მონაწილეოდბენ, ავღანეთში მშვიდობის დასამყარებლად ამერიკელი ჯარისკაცების ხმარდამხარ იბრძოდნენ. რა დამყარდა ავღანეთში, ყველა კარგად ვხედავთ. „თალიბანს“ არ გამორჩენია ის ფაქტი, რომ ქართველები იქ ამერიკელებთან ერთად იბრძოდნენ, ამის პირველი ნიშანი იყო ის, რომ ერთერთი პირველი, რაც „თალიბანის“ მთავრობამ გააკეთა – შეხვდა უკანონო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის წარმომადგენელს, ვინმე სმირნოვს. ეს ოფიციალურად იყო გაცხადებული. ამ პოლიტიკურ აბსურდში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ასეთი მნიშვნელობის სკაითხები კადრს მიღმა რჩება. ეს არ შეიძლება, ასე იყოს. ამაზეა დამოკიდებული ჩვენი უსაფრთხოება.
იგივე ბატონ რიშს, რომელიც სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე იყო, უნდა მიექცია ყურადღება იმისათვის, თუ რა საფრთხის მატარებელია ეს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მისიაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ მინიმუმ აშშ-ის ელჩისგან, ან სენატორებისგან კომენტარი უნდა მოგვესმინა. აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. რას ნიშნავს, რომ „თალიბანის“ მთავრობა ე.წ. სამხრეთ ოსეთის უკანონო ხელისუფლების წარმომადგენელს ხვდება და ამას აფიშირებას უკეთებს? ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოზე ყურადღებაა „თალიბანის“ მხრიდან და არ მგონია, რომ ეს კეთილგანწყობილი ყურადღება იყოს. ამიტომ, ველოდებით ჩვენი პარტნირებისგან, რომ გაგვაცნონ გეგმები, დამოკიდებულება, როგორ იქნება იმ პატარა ქვეყნების უსააფრთხოება დაცული, რომლებიც არც ნატო-ს წევრები არიან, არც სხვა რაიმე სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების და მარტო არიან დარჩენილები ამ უბედურების, ტეროტრიზმის, საფრთხეების ოკეანეში. ეს იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი საქარველოსთვის და არა ის განცხადებები, რაც ბატონი რიშისგან მოვისმინეთ. სირცხვილია ასეთი ტიპის განცხადებების გაკეთება. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ გამძვინვარებული ლობიზმი მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. ლობიზმი არის პოლიტიკური მექრთამეობა. სხვა მაგას არაფერი ჰქვია. ფულის საფასურად ხდება ისეთი საკითხების გატანა, რაც სხვა შემთხვევაში  გატანილი ვერ იქნებოდა.
უნდა გვესმოდეს, რომ ვითარება, რომელიც მსოფლიოში შეიქმნა, გვიბძგებს იმისკენ, რომ დამოუკიდებელი ნაბიჯები გადავდგათ. ვიცხოვროთ ჩვენი წესით, შესაძლებლობებით, იმ პრინციპებით, რითაც საქართველო საუკუნეების მანძილზე ცხოვრებდა, იმ რწმენით, ინსტიტუტებისადმი ერთგულებით, რომელიც ყოველთვის ქართული სახელმწიფოს დასაყრდენი იყო. ეს, პირველ ყოვლისა, ,ქართული მართლმადიდებულური ეკლესიაა, რომლის წინააღმდეგეც ბნელი ძალების მხრიდან არნახული შტურმი მიმდინარეობს. ჩვენ ვართ ეკლესიის, მისი საჭეთმპყრობლის, ილია მეორის და, საერთოდ, საეკლესიო დასის უპრეცედენტო შეურაცხყოფის მოწმეები. არ მაქვს ილუიზია, რომ იქ მხოლოდ ანგელოზები არიან, იქაც ჩვეულებრივი ადმიანები არიან, ისინიც ცოდვილებიც არიან. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვითმინოთ ის ანტირელიგიური და ანტირელიგიური კამპანია, რაც მიმდინარეობს“, – განაცხადა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები