ლაშა დამენია: კახა კუჭავას უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის თემების განხილვა და მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს
„ცხადია, უკრაინაში ვიზიტისას პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწევს მიხეილ სააკაშვილის თემების განხილვა და მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა”, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი, ლაშა დამენია კახა კუჭავას უკრაინაში ვიზიტს.
დამენიას თქმით, კუჭავას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რატომ არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებზე დაკავებული.
„ცხადია, უკრაინაში ვიზიტისას პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწევს მიხეილ სააკაშვილის თემების განხილვა და მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა, თუ რატომ არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებით დაკავებული. ასევე, მოუწევს პასუხების გაცემა, თუ რატომ შეუზღუდეს კომუნიკაცია პოლიტპატიმარს საქართველოში და რატომ არ აძლევს პარლამენტის წევრებს მისი მონახულების საშუალებას“, – განაცხადა დამენიამ.