დავით ცინდელიანის დედა სააკაშვილზე – იმდენი ოჯახი ჰყავს ატირებული, გაუბედურებული, როგორ გაბედა საქართველოში ჩამოსვლა?!
ჩემმა ოჯახმა უსასტიკესი ტრაგედია განიცადა. სრულიად უდანაშაულო ჩემი შვილი და მამამისი თათბირზე დაიბარეს ქუთაისში. მამას ხელიდან წაართვეს შვილი, წაიყვანეს, ბათუმში გემზე აიყვანეს, დახვრიტეს და ზღვაში ჩააგდეს. ზღვის ცხოველების ლუკმა გამიხადეს, გვამიც არ მაღირსეს დასამარხად. 6 წელი გაგრძელდა სასამართლო პროცესები იმ სადისტური მთავრობის ხელში, რომელსაც მეთაურობდა სადისტი, მკვლელი მიხეილ სააკაშვილი, სიკვდილის ბრიგადებით, – 2008 წლის აგვისტოში გაუჩინარებული რეინჯერის დავით ცინდელიანის დედამ, თამარ არღვლიანმა „იმედის“ ეთერში გადაცემა „არჩევნები 2021“-ში განაცხადა.
„ორჯერ შევხვდი მიხეილ სააკაშვილს, რეაგირება არ მოახდინა. მაშინ მივხვდი, რომ მისი დაკვეთით მოხდა ყველაფერი. მისი ქილერი იყო შამათავა, რომელმაც დახვრიტა ჩემი შვილი. დაგვცინოდა, თავზე ლაფს გვასხამდა. ჩემი შვილი ხმამაღლა აკრიტიკებდა „ნაციონალურ მოძრაობას“ და ამიტომ მოკლეს.
ეს იყო შურისძიება. მისთვის ციხეც არაფერია იმდენი ოჯახი ჰყავს გაუბედურებული. როგორ გაბედა საქართველოში ჩამოსვლა ჩამოსვლა. სამუდამო პატიმრობაც არაფერია მისთვის. გონს მოეგოს „ნაციონალური მოძრაობა“, ხალხი ასე არ გაჩერდება. გაგვანადგურეს. ჩემი მეუღლეც ამ განსაცდელს გადაჰყვა. ბევრი ასეთი განადგურებული ოჯახია საქართველოში. არ ეშინია ღმერთის?“ – განაცხადა თამარ არღვლიანმა.