ლიზა იასკო: ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას თავისი და მიხეილ სააკაშვილის მომავალი
“ვფიქრობ, საქართველო ნამდვილად ბედნიერი უნდა იყოს, რადგან არსებობს ასეთი ადამიანი – მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც შეუძლია, ბევრ რამეზე წავიდეს საკუთარი ხალხისთვის”, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, ლიზა იასკომ რუსთავში განაცხადა, რომელმაც სასჯელაღსრულების მეთორმეტე დაწესებულებაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკური პატიმარია.
„ვფიქრობ, საქართველო ნამდვილად ბედნიერი უნდა იყოს, რადგან არსებობს ასეთი ადამიანი – მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც შეუძლია, ბევრ რამეზე წავიდეს საკუთარი ხალხისთვის, ეს ბევრს ნიშნავს. ძალიან ვამაყობ მისით, როგორც ადამიანით, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა. ასევე მინდა, ვთქვა, რომ ეს არის დიდი ბრძოლა, რომელიც თქვენ გჭირდებათ, რომ მოიგოთ. ბრძოლა მომავლისთვის და ძალიან მინდა, სააკაშვილი მალე გათავისუფლდეს. ამ მომენტისთვის ის პოლიტიკური პატიმარია და ეს მიუღებელია. ეს ძალიან ცუდია, რაც მოხდა თქვენს პრეზიდენტთან დაკავშირებით. ამისთვის საჭიროა ბრძოლა. ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. თქვენ აუცილებლად უნდა დაიცვათ თქვენი და მიხეილ სააკაშვილის მომავალი, რადგან დიდი გულით შეუძლია დიდი ცვლილებების განხორციელება, ამას უკრაინაში ძალიან ვაფასებთ. უკრაინაში გვშურს თქვენი, რომ გყავდათ საქართველოში ასეთი პრეზიდენტი. ის ასევე უკრაინელი პოლიტიკოსია და ძალიან გვინდა, თქვენ აქ დაიცვათ. მგონია, რომ ამ დროისთვის ეს საკმარისია“, – განაცხადა ლიზა იასკომ.