ფრიდონ ინჯია: „საარჩევნო კოდექსმა” უმეტეს შემთხვევაში გაამართლა

„არჩევნების შემდეგ განვლილმა პერიოდმა აჩვენა, რომ „საარჩევნო კოდექსმა” უმეტეს შემთხვევაში გაამართლა”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის – „ევროპელი სოციალისტების” წევრი, ფრიდონ ინჯია 2 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.

მისივე თქმით, არჩევნებმა ასევე აჩვენა ის, რომ ბევრი რამ კიდევ დასახვეწია იმისათვის, რომ ქვეყნას ჰქონდეს სრულყოფილი „საარჩევნო კოდექსი”. „საარჩევნო კოდექსში” გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი რამ, რაც სხვა ქვეყნების კოდექსებში არ არის გათვალისწინებული. მე მხედველობაში მაქვს ჩვენი მენტალიტეტი, ჩვენი ადათ-წესი.

„საარჩევნო კოდექსში” უნდა ჩაიდოს ისეთი მექანიზმები, რომელმაც ხელი არ უნდა შეუშალოს საარჩევნო პროცესის სამართლიანობას და კონკურენტუნარიანობას. ამ კანონში, არჩევნების დღემდე ყველაფერი უნდა გაიწეროს, მოხდეს დარღვევების დიფერენცირება – დარღვევები, რომელიც არის მძიმე და რომელიც არის მსუბუქი. და აქედან გამომდინარე, შეიძლება ისეთი რამ ჩაიწეროს, რომ პარტია მოიხსნას ოლქიდან”, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ. მისივე შეფასებით, 2 ოქტომბერს ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს საარჩევნო ადმინისტრაციებმა დამაკმაყოფილებლად იმუშავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები