ფიზიკის დარგში ნობელის პრემიას სამი მეცნიერი მიიღებს
ფიზიკის დარგში 2021 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები ცნობილია. ჯილდოს სამი მეცნიერი – სიკურო მანაბე, კლაუს ჰასელმანი და იტალიელი თეორიული ფიზიკოსი, ჯორჯო პარიზი მიიღებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათ მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს რთული ფიზიკური სისტემების გაგებასა და დედამიწის კლიმატის მოდელირებაში.
ცნობისთვის, სტოკჰოლმში ნობელის პრემიის დაჯილდოება წელს ტრადიციული ბანკეტების გარეშე ტარდება და ლაურეატებს მედლებსა და დიპლომებს სახლში გაუგზავნიან.