სერგო ჩიხლაძე: ყველას მოვუწოდებ, არჩევნების მეორე ტურში მხარი ოპოზიციურ კანდიდატებს დაუჭირონ

„არჩევნების მეორე ტურში, რა თქმა უნდა, ყველას მოვუწოდებ, მხარი ოპოზიციურ კანდიდატებს დაუჭირონ”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, სერგო ჩიხლაძე აცხადებს.

„მეორე ტურში, რა თქმა უნდა, ყველას მოვუწოდებ, მხარი დაუჭირონ ოპოზიციურ კანდიდატებს, მიუხედავად იმისა, რომელ პარტიას ეკუთვნის. მხარდაჭერა ოპოზიციურ პარტიებს და არცერთი ხმა 41 ნომერს. ყველა ქალაქში, თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, ყველგან ვუჭერთ მხარს ოპოზიციურ კანდიდატებს, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

წინასწარი მონაცემებით, 64-დან 20 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები