“ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება, კეთილი ინებონ და აღიარონ მარცხი – ანრი ოხანაშვილი
“ქართული ოცნების” წევრი, ანრი ოხანაშვილი, “რუსთავი2”-ზე, “ღამის კურიერის” ეთერში “ქართულ ოცნებას” ღირსეულ გამარჯვებას ულოცავს, ოპოზიციას კი მმართველი გუნდის უპირატესობის აღიარებას მოუწოდებს.
“ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა დამაჯერებელი გამარჯვება, ამიტომ კეთილი ინებონ და აღიარონ მარცხი, ასევე მიულოცონ “ქართულ ოცნებას”. მათ ამის პოლიტიკური ღირსება ნამდვილად არ აქვთ.
კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენს ყველა მხარდამჭერს და თანაგუნდელს, ასევე მადლობა საზოგადოებას ასეთი აქტიურობისთვის,”- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.