ზაურ დარგალი: მინდა, მადლიერება გამოვხატო მხარდაჭერისთვის, ნდობისა და გვერდში დგომისთვის
მარნეულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, ზაურ დარგალი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
“ჩემო ძვირფასო მარნეულელებო!
მინდა, მადლიერება გამოვხატო მხარდაჭერისთვის, ნდობისა და გვერდში დგომისთვის.
მხარდაჭერა რომელიც გამოხატეთ ჩვენი გუნდისა და კანდიდატის მიმართ, აუცილებლად იქნება გამართლებული და საქმით დამტკიცებული.
გილოცავთ, ამ ღირშესანიშნავ თარიღს! ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ მარნეულის უკეთესი ხვალინდელი დღე”, – წერს დარგალი.