ნიკა მელია: ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია რეფერენდუმში დამაჯერებლად იმარჯვებს
“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით რეფერენდუმში ოპოზიცია იმარჯვებს.
მელია მოქალაქეებს არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებს.
“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით ოპოზიცია რეფერენდუმში იმარჯვებს. განსაკუთრებით დამაჯერებლად იმარჯვებს თბილისში, როგორც რეფერენდუმის ისე მერობის არჩევნების ნაწილში. ახლა მთავარია დარჩენილ საათებში მივიდეთ და კიდევ უფრო მკაფიო გავხადოთ ქართველი ხალხის პასუხი”, – აცხადებს მელია.