“დღეს არის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია, ამის იმედი მაქვს, ხმა მივეცი დეპოლარიზაციას”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს არის ის არჩევნები, სადაც მოქალაქეებს მართლა შეუძლიათ, აირჩიონ თავიანთ ადგილზე, დაბაში, სოფელში, ქალაქში ის ადამიანები, რომლებიც ხვალ ადგილობრივ საკითხებს გადაუწყვეტენ. ამავე დროს, ეს არის ის ადგილი, სადაც ალბათ ყველაზე ნაკლებად უნდა იყოს პოლარიზაცია. ზოგადად, ეს არის ის არჩევნები, როცა უნდა დასრულდეს პოლარიზაცია. ამის იმედი მაქვს და მე ამას მივეცი ხმა. დეპოლარიზაციას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.