დმიტრი კულება: სააკაშვილს დავეხმარებით, ის ჩვენი მოქალაქეა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრი კულება აცხადებს, რომ საქართველოში დაკავებული მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, შესაბამისად, ის კიევისგან საჭირო მხარდაჭერას მიიღებს.

“ის ჩვენი მოქალაქეა, შესაბამის დახმარებას აღმოვუჩენთ. დღეს დილით, ვფიქრობ, საგარეო უწყებაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი მოვა, ჩვენი მოწვევით, და მასთან ყველაფერს განვიხილავთ. უკრაინის თითოეულ მოქალაქეს ვიცავთ, როდესაც ის გასაჭირშია”, – თქვა კულებამ ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები