კალაძე – სააკაშვილის საქართველოში ყოფნაზე: რა განცხადებას ელოდებოდით ჩემგან?! კახა კალაძემ ძალიან ბევრი რამე იცის, დამშვიდდით

თბილისის მერობის კანდიდატმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავეა და მას ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგება მოუწევს.

შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია კახა კალაძეს სააკაშვილის საქართველოში ყოფნის შესახებ და თუ ჰქონდა, მაშინ რატომ არ გააკეთა შესაბამისი განცხადება,  „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა შემდეგნაირად უპასუხა:

„ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ რა განცხადებას ელოდებოდით ჩემგან?! კახა კალაძემ ძალიან ბევრი რამე იცის, დამშვიდდით“,- განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ სამართალდამცავმა უწყებებმა საკუთარი საქმე ძალიან მაღალ დონეზე შეასრულეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები