კახა კუჭავა: უმნიშვნელოვანესია, რომ დღევანდელი დღე ჩატარდეს მშვიდად

ჩემი აზრით, მეორე ტური არ იქნება. უმნიშვნელოვანესია, რომ დღევანდელი დღე ჩატარდეს მშვიდად, ყველას მიეცეს საშუალება გამოთქვას თავისი ნება, გააკეთოს თავისი არჩევანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში წარიმართოს.

„ეს არის რასაც ელოდება ჩვენგან ჩვენი მოსახლეობა და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. არჩევნების შემდეგ ცნობილი იქნება ყველასთვის შედეგები და ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს წინსვლას იმ სამწლიანი მნიშვნელოვანი გეგმის შესასრულებლად, რომელიც მიგვიყვანს ევროკავშირში წევრობამდე“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები