მარინა კალიურანდი: საქართველოში არა მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები ტარდება, არამედ ეს არის კიდევ ერთი ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის
საქართველოში არა მხოლოდ ადგილობრივი არჩევნები ტარდება, არამედ ეს არის კიდევ ერთი ტესტი საქართველოს დემოკრატიისთვის, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
„მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას და ხალხს, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და პატივი სცენ არჩევნების სამართლიანობას,“ – აცხადებს ევროპარლამენტარი.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველი მერებსა და საკრებულოებს 4-წლიანი უფლებამოსილების ვადით აირჩევს.