აუცილებლობის შემთხვევაში არჩევნების მეორე ტურები კენჭისყრის დღიდან მეოთხე შაბათს გაიმართება
არჩევნების მეორე ტური ტარდება არჩევნებიდან მეოთხე შაბათს. არჩევნების მეორე ტურს განკარგულებით ნიშნავს ცესკო. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო.
თუ კანდიდატებმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღეს, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო. თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე საკრებულოს წევრად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 40 პროცენტზე მეტს. თუ არჩევნებში მონაწილე ორმა კანდიდატმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღო, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში უფრო ადრე იყო რეგისტრირებული.
თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე ჩატარებულ საკრებულოს არჩევნებში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო ამ კანონის 149-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ხმათა საჭირო რაოდენობა, ინიშნება არჩევნების მეორე ტური. არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს.
საკრებულოს არჩევნების მეორე ტურს (მეორე ტურებს) ნიშნავს ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად. საკრებულოს არჩევნების მეორე ტური (მეორე ტურები) ტარდება საკრებულოს არჩევნებიდან მეოთხე შაბათს.