კახა კუჭავა: არჩევანი გავაკეთე კახა კალაძის და “ქართული ოცნების” სასარგებლოდ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი პოზიცია პოლიტიკოსებიდან ერთ-ერთმა პირველმა დააფიქსირა. სპიკერმა ხმა ვაკის საარჩევნო ოლქში, 76-ე საარჩევნო უბანზე მისცა.

“რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე კახა კალაძის და “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, რადგან გაგვაჩნია პროგრამა, ხედვა, თუ როგორ უნდა წარვმართოთ ჩვენი ქალაქის და ქვეყნის განვითარება. ძლიერი რეგიონები არის ის დაპირება, რომელიც ჩვენ გავეცით წინასაარჩევნოდ და დარწმუნებული ვარ, რომ 4 წლის შემდეგ ვიამაყებთ ჩვენი შედეგებით,”-აღნიშნა კახა კუჭავამ.

კახა კუჭავას პროგნოზით, არჩევნების მეორე ტური დედაქალაქში საჭირო არ იქნება და კახა კალაძე არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები