ნანული სარაჯიშვილი – კახა კალაძეს: იმდენს შრომობთ, ეჭვი არ მეპარება, რომ აუცილებლად გაიმარჯვებთ
მსახიობის, ნანული სარაჯიშვილის აზრით, თბილისის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი კახა კალა 2 ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვებს. როგორც მსხახიობმა აღნიშნა, ქალაქში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია.
„ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ ასე უცებ ყველაფერი არ ხდება. ბატონო კახა, რომ ჩავრთავ ტელევიზორს და გიყურებთ, იმდენს დადიხართ, თავბრუ მეხვევა. იმდენს შრომობთ, ეჭვი არ მეპარება, რომ აუცილებლად გაიმარჯვებთ. ყველას მოგიწოდებთ – არჩევნებზე წავიდეთ და ხმა მივცეთ კახა კალაძეს“, – განაცხადა ნანული სარაჯიშვილმა.