სუბარი – სააკაშვილზე: როგორც ქარდავა ჩამოვიყვანეთ საქართველოში და მოიხდის სასჯელს, ისე მოუწევს მასაც, ადრე თუ გვიან, სასჯელის მოხდა

“როგორც მეგის ქარდავა ჩამოვიყვანეთ საქართველოში და მოიხდის თავის სასჯელს, ისე მოუწევს ამ ადამიანსაც, ადრე თუ გვიან, სასჯელის მოხდა”, – ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარმა “დღის კურიერის” ეთერში განაცხადა.

ამასთან, სუბარს სააკაშვილის ჩამოსვლის არ სჯერა.

“როგორც მეგის ქარდავა ჩამოვიყვანეთ საქართველოში და მოიხდის თავის სასჯელს, ისე მოუწევს ამ ადამიანსაც, ადრე თუ გვიან, სასჯელის მოხდა.

კარგი იქნებოდა, მართლა რომ გაებედა და ჩამოსულიყო, თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ არის, მაგრამ ეს დღეც არ არის გვიანი.

იმის დადასტურება, რომ საქართველოში არ არის,  ძალიან ადვილია, შსს-მ გააკეთა განცხადება და ინფორმაცია ამის შესახებ გვაქვს უკრაინიდანაც, შესაბამისი სამსახურებიდან, რომ მას არ დაუტოვებია უკრაინა. რაც შეეხება კონკრეტულად სად არის, ამაზე შესაბამის უწყებებს აქვთ ინფორმაცია,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები