ბექა დავითულიანი: ფაქტობრივად, სააკაშვილი ბავშვობადაკარგული ჯამბაზია, რომელიც ახლა, ამ ასაკსა და ამ როლში თამაშობს დახუჭობანას

“დღეს დილას, როცა მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შესახებ „ფეიკი“ გავრცელდა, იყო ცხადი და ცალსახა, რომ იყო მონტაჟი და ამ ვიდეოს ზემოქმედების კვალი ემჩნეოდა და არ იყო ავთენტიკური”, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

„ადამიანს, რომელსაც ერქვა საქართველოს პრეზიდენტი ამ დონეზე დაეცა. ფაქტობრივად, სააკაშვილი ბავშვობადაკარგული ჯამბაზია, რომელიც ახლა, ამ ასაკსა და ამ როლში თამაშობს დახუჭობანას. ეს სამარცხვინოა…“, – აღნიშნა დავითულიანმა.

მისი თქმით, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია. შემდეგ აღმოჩნდა, რომ სააკაშვილი კურორტზეა დასავლეთ უკრაინაში ლვოვის ოლქში და „რიქსოსში“ ისვენებს.

„ის ამ დონეზე დაეშვა და თავის ამომრჩეველს კადრებს უმდარეს, ყალბ ვიდეოს ასაღებს და ამით ჰგონია, რომ ტემპერატურას აწევს და მობილიზებას გააკეთებს. ჩემთვის ის იქნება სამწუხარო, რომ მან არ მოახდინოს გავლენა თავის მხარდამჭერებზე და მათ ჩათვალონ ეს სწორ ქმედებად. სამარცხვინოა ასეთი რამ რატომ უნდა აკადროს ამომრჩეველს და ასეთი სულელური სპექტაკლი დადგას“, – განაცხდა დავითულიანმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია. ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები