“ჩვენ აქტიური კომუნიკაცია და ურთიერთობა გვქონდა უკრაინულ მხარესთან და მათგანაც დარწმუნებით და ცალსახად შეგვიძლია, გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია”, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ცალსახად იყო დაფიქსირებული, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ გადმოუკვეთავს. ჩვენ აქტიური კომუნიკაცია და ურთიერთობა გვქონდა უკრაინულ მხარესთან და მათგანაც დარწმუნებით და ცალსახად შეგვიძლია, გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფო საზღვარი არ დაუტოვებია. მიხეილ სააკაშვილი ძებნილია, მის მიმართ განაჩენი დამდგარია, შესაბამისად, თუ იგი გადმოკვეთს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, ჩვენ მას დავაკავებთ და გადავიყვანთ შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში”, – განაცხადა დარახველიძემ.