უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი: სააკაშვილი საქართველოშია, აქ თანამშრომლებს დაემშვიდობა

უკრაინის რეფორმების საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, მარია ბარაბაში აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნდა.

“საქართველოს ტერიტორიაზე არ გადასულა რას ნიშნავს, ის საქართველოშია”, – აცხადებს ბარაბაში.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა სამი დღის წინ შეკრიბა ოფისის თანამშრომლები და გადაწყვეტილების შესახებ გააცნო.

“მიხეილ სააკაშვილი საქართველოში წავიდა და მიხარია, რომ დილა მშვიდობისა უსურვა ქართველ ხალხს ბათუმიდან. ჩემი ინფორმაციით, იყო ბათუმში, მაგრამ ახლა სად არის, არ ვიცი.

სამი დღის წინ ჯგუფი შეგვკრიბა და შეგვატყობინა საქართველოში წასვლის შესახებ. მან თქვა, რომ ახლა საქართველოში სერიოზული სიტუაციაა და აუცილებლად უნდა იყოს იქ. თქვა, რომ საქართველოს სჭირდება მისი დახმარება, რადგან მნიშვნელოვანი არჩევნებია, რომლის ჩატარებაც მის გარეშე რთული იქნებოდა. გუშინ საღამოს შემდეგ ის ოფისთან კავშირზე არ გამოსულა. როცა ამბობენ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ გადასულა, ეს რას ნიშნავს, ის საქართველოშია,” – აცხადებს მარია ბარაბაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები