„სადაც სააკაშვილია, იქ ყველგან ცირკია“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ინფორმაციას სააგენტო Tass-ი ავრცელებს.
პესკოვის თქმით, ის მადლობელია, რომ ეს საკითხი რუსეთს არ ეხება.
„სადაც სააკაშვილია, იქ ყოველთვის ცირკია. მთავარია, რომ მან საფრთხე არ შეუქმნას იმ ქვეყნის მოქალაქეებს, სადაც იმყოფება. ღმერთს მადლობა, ეს საკითხი ჩვენ არ გვეხება. ამ ეტაპზე, საქართველოში დესტაბილიზაციის საფრთხეს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, დღეს დილით ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით კი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.