ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის დადგმული მასკარადი ემსახურება “ნაცმოძრაობის” შიგნით არსებულ ბრძოლებს და არა – ამომრჩევლების მობილიზებას

“მგონი, თვითონაც არ არის ისეთი სულელი, რომ ეგონოს, ამით მის მხარდამჭერებს უფრო დაამობილიზებს ვიდრე ჩვენ მხარდამჭერებს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა და ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას, რას ემსახურება მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელება,
უპასუხა.

კობახიძის განცხადებით, სააკაშვილი თავისივე პარტიის შიდა დაპირისპირებაშია ჩართული და სურს, ის პროცენტი, რასაც არჩევნებზე “ნაცმოძრაობა” მიიღებს, საკუთარ გამარჯვებად შეაფასოს.

“მას აწუხებს შიდა პარტიული ამბები. უნდა, რომ თავის თავზე მიიწეროს ის 25-პროცენტიანი შედეგი, რომელიც შეიძლება, მიიღოს მისმა პარტიამ 2 ოქტომბერს არჩევნებზე.

ჩვენ ვიცით, რომ პარტიაში აქვთ შიდა დაპირისპირება და მიდის ბრძოლა, ვინ მიიწერს იმ 25 პროცენტს, რომელიც შეიძლება, აიღოს “ნაცმოძრაობამ”. არის შიდა ბრძოლები და ამ შიდა ბრძოლების შედეგია ის მასკარადი, რაც ვნახეთ”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები