“თანამედროვე ტექნოლოგიებით ნებისმიერი ვიდეოს გაკეთება შეიძლება” – ნიკოლოზ სამხარაძე
“თანამედროვე ტექნოლოგიებით ნებისმიერი ვიდეოს გაკეთება შეიძლება”, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებას.
„ძალიან დიდ ეჭვს იწვევს მისი აქ ყოფნის ნამდვილობა, რადგან თუ ის მართლაც საქართველოშია, მან უკანონოდ გადმოკვეთა საზღვარი, რაც ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულია და მის დანაშაულებებს კიდევ ემატება. რაც შეეხება მისი აქ ყოფნის ფაქტს, არ მგონია, რომ ეს სიმართლე იყოს.
ბათუმის ქუჩებში თუ დადის, მას ალბათ სხვა ადამიანებიც ნახულობენ. ასევე, პოლიციაც არის ამ ქვეყანაში, უსაფრთხოებაც და ბათუმის ქუჩებში თუ დადის, ნახავდნენ. თანამედროვე ტექნოლოგიებით ნებისმიერი ვიდეოს გაკეთება შეიძლება. არ მგონია, რომ ის საქართველოშია.
ადამიანს, რომელსაც უნდა, დაამტკიცოს, რომ საქართველოშია, ასეთ ბნელ კადრებს არ გაავრცელებდა“, – განაცხადა სამხარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.