ირაკლი კობახიძე: მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, ვიდეო საქართველოში ჩაწერილი არ არის

მმართველი გუნდის ლიდერი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

“სააკაშვილი საქართველოში არ არის. ეს ადამიანი არის კლოუნი, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. ნეტა, იყოს ის საქართველოში ამ შემთხვევაში სრულიად საზოგადოება დაინახავდა, თუ როგორი კლოუნია მიხეილ სააკაშვილი და ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში, მათ შორის, პოლარიზაციის კუთხით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში. ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში. ეს არის ის, რაც თამამად შემიძლიათ გითხრათ”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები