პოეზიის კონკურსის – „ნაზრას“ გამარჯვებული გიორგი ლობჟანიძე გახდა
კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოსა და კატარის კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით, 15-25 სექტემბერს ყოველწლიური პოეზიის კონკურსი „ნაზრა“ გაიმართა, რომელიც ქართულ ლექსებს დაეთმო. საკონკურსო ლექსების თემა გახლდათ „ადამიანი – პოეზიისა და სიკეთის შუაგული“. ინფორმაციას საქართველოს დიპლომატიური მისიების ფეისბუქგვერდი ავრცელებს.
ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ლექსით „ბაღი უდაბნოში“ კონკურსის გამარჯვებულად გიორგი ლობჟანიძე დასახელდა, რომელსაც კატარის კულტურის და სპორტის სამინისტრო გადასცემს ჯილდოს და მოიწვევს კატარის სახელმწიფოში 2022 წლის 21 მარტს დაგეგმილ პოეზიის საერთაშორისო დღეზე.