ბიძინა კულუმბეგოვი: წუწუნს ჯობია, აიცრა და არ დაუშვა შემდეგი ტალღა ჩვენს ქვეყანაში

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.

“საქართველო:

– კოვიდი გადაიტანა მოსახლეობის 16.5% -მა (613 ათასმა ადამიანმა), მსოფლიოში ჩატარებული სეროპრევალენტობის კვლევები აჩვენებს, რომ ეს რიცხვი რეალურად ორმაგდება არადიაგნოტირებულებისა და უსიმპტომოების ხარჯზე, ანუ რეალური ციფრი ჩვენთან იქნება დაახლოებით 30-35%!

– აცრა გაიკეთა მოსახლეობის 21%-მა, დაზუსტებულ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ეჭვი მაქვს, აქ 80% ის ხალხია, ვინც ინფექცია უკვე გადაიტანა და ვირუსს თვალებში ჩახედა.

– გამოდის, ჩვენი მოსახლეობის 60 % სრულიად მოშიშვლებული ხვდება კოვიდის შემდეგ ტალღებს, რომლის აღმავალი მრუდი 2-2.5 თვეში გამოჩნდება!

– წუწუნს ჯობია, აიცრა და არ დაუშვა შემდეგი ტალღა ჩვენს ქვეყანაში!”, – წერს კულუმბეგოვი.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები