გიორგი გახარია: თუ სააკაშვილი გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას, ეს, რა თქმა უნდა, „ოცნებასთან“ იქნება შეთანხმებული

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, თუკი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას გაბედავს, ეს „ქართულ ოცნებასთან“ იქნება შეთანხმებული.

მისივე თქმით, მმართველი ძალა საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილით აშინებს.

„სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა, „ფეიკ“ რაღაცის დადება, ეს არის „ოცნების“ მიერ მოგონილი ზღაპარი, რომელსაც აგორებენ იმისთვის, რომ თავიანთი მომხრეების მობილიზება მოახდინონ. ამის იქეთ აქ არაფერი არ არის. თუ სააკაშვილი გაბედავს საქართველოში ჩამოსვლას, ეს, რა თქმა უნდა, „ოცნებასთან“ იქნება შეთანხმებული. ნებისმიერ შემთხვევაში, ისევე როგორც მელია, ეს ხალხი უნდა იყოს ციხეში და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ესენი დღეს რას ამბობენ. უბრალოდ, „ოცნებას“ დღეს დასჭირდა მაშველი რგოლი, რომ ადამიანები რაღაცით შეაშინონ და აშინებენ ამით“, – განაცხადა გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები