დამოუკიდებელმა კომისიამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო), გაერო-სა და სხვა ჰუმანიტარული მისიების თანამშრომლების წინააღმდეგ სექსუალური ექსპლუატაციის შესახებ ბრალდება წარადგინა.
ანგარიშის მიხედვით, ამ ორგანიზაციების თანამშრომლებმა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ებოლას ციებცხელებასთან ბრძოლის დროს ათობით ადამიანის მიმართ განახორციელეს სექსუალური ძალადობა.
დანაშაულები ჩადენილია 2018 წლის აგვისტოდან 2020 წლის ივნისის პერიოდში.
35-გვერდიან დოკუმენტში საუბარია “სექსუალური ექსპლუატაციისა და შევიწროების დიდ მასშტაბებზე”.
კომისიამ 75 მსხვერპლი გამოჰკითხა, მათგან 63 ქალია, 12 – კაცი.
დაზარებულთა თქმით, ამ ორგანიზაციების თანამშრომლები მათ დასაქმებას ჰპირდებოდნენ ინტიმური კავშირების სანაცვლოდ. გარდა ამისა, ყოფილა გაუპატიურების შემთხვევები, სულ მცირე, 29 ქალის დაორსულდა. ეჭვმიტანილია 83 კაცი, მათ შორის 21 ჯანმო-ს თანამშრომელია.
მომხდარს ჯანმო-ს გენერალური მდივანი, ტედროს ადანომ გებრეისუსი გამოეხმაურა, რომელმაც მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა. “ძალიან ვწუხვარ. ამიერიდან უპირველესი ამოცანა იქნება დამნაშავეთა მხრიდან ბოდიში კი არა, არამედ მათი პასუხისგებაში მიცემა”.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მსხვერპლთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.