ჯანმო COVID-19-ის წარმოშობის გამოძიებას განაახლებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია COVID-19​-ის წარმოშობის გამოძიების განახლებას გეგმავს.

ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნეს, ამ პრობლემის გადასაჭრელად არც ისე ბევრი დროა დარჩენილი.

ჯანმო 20 ადამიანისგან შემდგარ გუნდს შეკრებს, რომელშიც შევლენ ექსპერტები ბიოუსაფრთხოებისა და ლაბორატორიული უსაფრთხოების საკითხებში, ასევე, ცხოველთა დაავადებების მცოდნეები.

ჯანმო-ს წინა საერთაშორისო ჯგუფი ჩინეთში იანვრიდან თებერვლამდე მუშაობდა. ექსპერტებმა უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი მოინახულეს, მათ შორის, BSL-4 ლაბორატორია, რომელიც დაკავშირებული იყო ვირუსის გაჟონვის ვარაუდებთან – საავადმყოფო, ზღვის პროდუქტების ბაზარი “ჰუანანი” და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი.

საბოლოო ანგარიშის თანახმად, SARS-CoV-2, სავარაუდოდ, ადამიანებს ღამურებიდან სხვა ცხოველის საშუალებით გადაეცათ.

თუმცა, ჯანმო-ს ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა მოითხოვა ლაბორატორიული გაჟონვის ვერსიის შემდგომი გამოკვლევა, რადგან ექსპერტებმა ვერ იპოვეს ვირუსის წყარო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები