საქართველოში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 383 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 383 პაციენტი, – ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 383 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 27 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 13 277 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 302, „პისიარ“-ტესტით – 5 975.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,99%, ბოლო 14 დღის – 6,48%, ბოლო 7 დღის – 6,01%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 607 155 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 578 881 გამოჯანმრთელდა, 8 844 კი, გარდაიცვალა.