აშშ-ის ელჩმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო
სოხუმის დაცემიდან 28 წლისთავზე, აშშ-ის ელჩმა – კელი დეგნანმა, თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკმა – სტეფანი ბეგლიმ და საქართველოში უოლტერ რიდის არმიის კვლევითი ინსტიტუტის წევრებმა გმირთა მოედანი გვირგვინით შეამკეს.
“28 წლის წინ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების წინააღმდეგ სოხუმი დაეცა. ამ მძიმე ტრაგედიას ათასობით სიცოცხლე შეეწირა და ასობით ათას ადამიანს სახლის იძულებით დატოვება მოუწია.
ჩვენ ამ დღეს ვიხსენებთ მწუხარებითა და იმედით, რომელიც იძულებით გადაადგილებული ამდენი ადამიანის გულში რჩება”, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. 28 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების, ჩრდილოეთ კავკასიის კონფედერანტებისა და დაქირავებული „ბოევიკების” მეშვეობით, აფხაზმა სეპარატისტებმა აიღეს სოხუმი.