შვეიცარიელებმა რეფერენდუმზე ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი დაუჭირეს

შვეიცარიის მოქალაქეებმა რეფერენდუმზე მხარი დაუჭირეს კანონს, რომელიც ერთნაირსქესიანთა წყვილებს ქორწინებისა და შვილის აყვანის უფლებას აძლევს, – ამის შესახებ Swiss Info წერს.

რეფერენდუმზე მისული მოსახლეობის 64.1% -მა რეფორმას მხარი დაუჭირა, 26 კანტონიდან წინააღმდეგი არცერთი წასულა.

ამრიგად, შვეიცარია გახდა მსოფლიოში 30-ე ქვეყანა და უკანასკნელი დასავლეთ ევროპაში, რომელმაც გააფართოვა ერთნაირსქესიანთათვის სამოქალაქო ქორწინების სტატუსი.

მას შემდეგ, რაც 2007 წელს “სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ” კანონი ამოქმედდა, ასეთი წყვილები სარგებლობენ თითქმის ისეთივე უფლებებით, როგორითაც – ჰეტეროსექსუალური წყვილები. თუმცა, ამიერიდან ისინი შეძლებენ შვილების აყვანას, ხოლო ლესბოსელ წყვილებს შეეძლებათ, მიიღონ სპერმის დონაცია და სამედიცინო დახმარებით განაყოფიერება.

ერთნაირსქესიანთა წყვილებს ასევე შეეძლებათ მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები