პენიტენციურ დაწესებულებებში ხანგრძლივ პაემნებზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან მოიხსნება

ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში ხანგრძლივ პაემნებზე დაწესებული შეზღუდვა დღეიდან მოიხსნება – ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება პენიტენციურმა სამსახურმა დაავადებათა კონტროლის ცენტრისა (NCDC) და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო.

ხანგრძლივ პაემანს შეძლებენ მხოლოდ ის ბრალდებულები/მსჯავრდებულები, რომლებიც ორჯერადად ვაქცინირებულები არიან. რაც შეეხება ვიზიტორების დაშვებას, ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან პაემანზე დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, ვინც ასევე სრულად ვაქცინირებული იქნებიან და შესაბამის დოკუმენტს წარადგენენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები