გერმანიის არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტია ლიდერობს

გერმანიაში 26 სექტემბერს ჩატარებულ ფედერალურ არჩევნებში ორი პარტია ლიდერობს – ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატები და ანგელა მერკელის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი.

წინასწარი შედეგებით, სოციალ-დემოკრატებმა ხმების 25,7% მოიპოვეს, ხოლო ქრისტიან-დემოკრატებმა – 24,1%

მესამე ადგილზე “მწვანეთა” პარტიაა 14,8%-ით, რაც მოსალოდნელზე მეტია. “მწვანეები” წინასაარჩევნო კამპანიის დროს “ჩრდილოეთ ნაკადი2-“-ის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.

მეოთხეზე “თავისუფალი დემოკრატებია” – 11,5%-ით, მეხუთეზეა მემარჯვენე რადიკალური “ალტერნატივა გერმანიისთვის” 10,3%-ით, ხოლო მეექვსეზე – რადიკალური “მემარცხენე” 4,8%-ით.

ამრიგად, ოლაფ შულცის პარტიას მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა აქვს, რისთვისაც მას მოუწევს კოალიციაში შესვლა ან “მწვანეებთან” და “თავისუფალ დემოკრატებთან”, ან – მერკელის ბლოკთან.

გერმანიის ბუნდესტაგში დეპუტატების რიცხვი 709-ან 735-მდე გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები