აფრიკაში მსოფლიოში ყველაზე ძველი სამკაული აღმოაჩინეს

მაროკოში, არქეოლოგებმა მსოფლიოში ყველაზე ძველი სამკაული იპოვეს, რომლის ასაკიც დაახლოებით 150 ათას წელს შეადგენს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “Daily Mail” ავრცელებს.

როგორც ცნობილია, უძველესი სამკაული, რომელიც ზღვის ლოკოკინის ნიჟარებისგან იყო გაკეთებული, ეს-სუვეირის, მაროკოს საპორტო ქალაქის მიდამოებში აღმოაჩინეს. საერთო ჯამში ნაპოვნია 33 სამკაული, რომელთა დიამეტრი ერთ სანტიმეტრს უდრის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ისინი ტანსაცმელზე იყო მიმაგრებული ან თოკზე ჩამოცმული.

„ნაპოვნი ნივთი ნიშნავს იმას, რომ ადამიანები თვითგამოხატვას სამკაულების მეშვეობით გაცილებით ადრე ცდილობდნენ ვიდრე ეს აქამდე ითვლებოდა“,- განაცხადა კვლევის ხელმძღვანელმა, სტივენ კუნმა.

ადრე ყველაზე ძველ სამკაულად ნეანდერტალელების ყელსაბამი ითვლებოდა ხორვატიიდან, რომლის ასაკიც 135 ათასი წლის ფარგლებში მერყეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები