ირაკლი კობახიძე: თავდასხმები „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ხორციელდება, მოვუწოდებ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან

 

“თავდასხმები „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ხორციელდება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” პროვოკაციებისგან თავი უნდა შეიკავოს.

„გუშინ კასპში ჰქონდათ ასეთი თავდასხმა და პროვოკაცია, მანამდე ბათუმში, ხელვაჩაურში, ნიკანორ მელიამ რა გააკეთა ყველამ კარგად ვნახეთ და ა.შ. ეს თავდასხმები ეკუთვნის „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი პროვოკაციებისგან. ამ პროვოკაციებს პირველ რიგში, ხალხი გასცემს პასუხს 2 ოქტომბერს. რაც მეტი იქნება პროვოკაცია, მით უფრო მკაცრი იქნება საზოგადოების პასუხი“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები