კანადის სასამართლომ კომპანია Huawei-ის ფინანსური დირექტორი გაათავისუფლა

კანადაში, ვანკუვერის უზენაესმა სასამართლომ ჩინური კომპანია Huawei-ის ფინანსური დირექტორი, მენ ვანიჩჟოუ გაათავისუფლა. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი CBC იუწყება.

მედიის ინფორმაციით, სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ ნასამართლევმა აშშ-ის გამოძიებასთან თანამშრომლობას დასთანხმდა: ვინჩჟოუმ ნაწილობრივ აღიარა საკუთარი დანაშაული ირანის წინააღმდეგ სანქციების დარღვევის ფაქტის მიმალვის შესახებ, ხოლო ამერიკულმა პროკურატურამ გააუქმა განაცხადი მისი კანადიდან ექსტრადიციის შესახებ.

„მე ხელი მოვაწერე გათავისუფლების ორდერს, რაც მის მენს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან და სხვადასხვა პროცედურებისგან“, – განაცხადა მოსამართლემ და აღნიშნა, რომ Huawei-ის ფინანსურ დირექტორს თავისუფლად შეუძლია დატოვოს ქვეყანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები