ინდოეთში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი სასამართლოს დარბაზში მოკლეს

დელის სასამართლოს დარბაზში ინდოეთში ცნობილი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი – ჯითენდერა გოგი მოკლეს.

როგორც პოლიციის კომისარმა, რაკეშ ასტანამ თქვა, გოგი მოკლულია მოწინააღმდეგე დაჯგუფების ორი წევრის მიერ, რომლებმაც დარბაზში შეღწევა მოახერხეს.

მისი თქმით, პოლიციამ სწრაფი რეაგირება მოახდინა და ორივე თავდამსხმელი მოკლა.

სულ სამი ადამიანია დაღუპული.

ჯითენდერ გოგი გასულ წელს “ტიხარის” ციხეში მოათავსეს.

მისი მოწინააღმდეგე დაჯგუფება, სახელწოდებით “ტილუს ბანდა” მის მოკვლას ცდილობდა და სხდომათა დარბაზში ორი წარმომადგენლის შეგზავნა შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები