იტალიის სასამართლომ პუჩდემონი გაათავისუფლა

​იტალიის ქალაქ სასარის სააპელაციო სასამართლომ კატალონიის ყოფილი ხელმძღვანელი, კარლეს პუჩდემონი გაათავისუფლა.

მოსამართლემ დაადგინა, რომ არ არსებობს არავითარი მიზეზი, კატალონიის ყოფილი ლიდერის წინააღმდეგ, რაიმე სახის უსაფრთხოების ზომების მიღების.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამასთანავე, პუჩდემონს სარდინიაში მოუწევს დარჩენა, სანამ სასამართლო მისი ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

კატალონიის ყოფილი ხელმძღვანელი, კარლეს პუჩდემონი სარდინიაში გუშინ დააკავეს, სადაც ის კატალონიური დღესასწაულის აღსანიშნავად ჩავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები