აშშ განვითარებად ქვეყნებს Pfizer-ის ვაქცინის 500 მილიონ დოზას გადასცემს

ბიბისი-ს ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს, რომ განვითარებადი ქვეყნებისთვის Pfizer-ის ვაქცინის 500 მილიონი დოზა გამოყოს.

დამატებითი დოზების გაცემის შემდეგ, აშშ-ს,  ჯამურად, მილიარდი დოზა ექნება გაცემული.

როფორც BBC ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, იმისთვის, რომ მსოფლიო მოსახლეობის მინიმუმ 70% აიცრას, 11 მილიარდი დოზაა საჭირო.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიზანი იყო, რომ თითოეულ ქვეყანაში 40%-იანი აცრის მაჩვენებელი ყოფილიყო. თუმცა, როგორც BBC წერს, მიზნის მიღწევა ნაკლებად სავარაუდოა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, მაშინ, როცა მაღალშემოსავლიან ქვეყნებში მოსახლეობის ნახევარს ერთი დოზა მაინც აქვს მიღებული, დაბალშემოსავლიან ქვეყნებში მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტია ერთი დოზით აცრილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები