იალბუზზე 5 ტურისტი დაიღუპა

იალბუზზე ტურისტული ჯგუფის 5 წევრი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. ისინი მთაზე ასვლას ყაბარდო-ბალყარეთის მხრიდან ცდილობდნენ.

მაშველებმა 14 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, მათგან 11 ჰოსპიტალიზებულია.

მედიის ინფორმაციით, 23 სექტემბრის საღამოს 5 400 მეტრ სიმაღლეზე მყოფმა ჯგუფმა SOS სიგნალი გაგზავნა და დახმარება ითხოვა. ჯგუფი 19 ადამიანისგან შედგებოდა, რომლებიც რუსეთის 11 რეგიონიდან იყვნენ ჩასულები.

მათ დახმარება ამინდის გაუარესების შემდეგ ითხოვეს, მთაზე ქარი 40 კმ/წმ-შია, ტემპერატურა კი მინუს 20 გრადუსს აღწევს, ხილვადობა ერთ მეტრზე ნაკლებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები