უკრაინის რადამ ოლიგარქების შესახებ კანონი დაამტკიცა

უკრაინის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი ოლიგარქების შესახებ. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კანონი მიზნად ისახავს, განსაზღვროს, რა არის ოლიგარქი, შექმნას ოლიგარქების რეესტრი და მასში შემავალ პირებს აუკრძალოს პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ან პრივატიზაციაში მონაწილეობა.

კანონპროექტს უკრაინის 450-ადგილიან პარლამენტში 279 კანონმდებელმა დაუჭირა მხარი. კანონი პირველი მოსმენით ივლისში მიიღეს. ის ძალაში ქვეყნის პრეზიდენტის მიერ ხელის მოწერის შემდეგ შევა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის გუნდი ვარაუდობს, რომ პრეზიდენტის პირველ თანაშემწესა და მეგობარზე, სერგეი შაფირის ავტომობილზე თავდასხმის მიზეზი შესაძლოა, კანონის მიმართ უკმაყოფილება და ბრაზი გამხდარიყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები