პოლონეთი აღმოსავლეთ საზღვარზე ამერიკულ Abrams-ებს განათავსებს

პოლონეთი აღმოსავლეთ საზღვარზე 250 ტანკს – Abrams-ს განათავსებს, რომელსაც შეერთებული შტატებისგან იყიდის.

ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა “პოლონეთის რადიოს” ეთერში თქვა.

აქამდე იყო ცნობილი, რომ პოლონეთის მთავრობა 250 “აბრამს” უკვე 2022 წელს ელოდება. საუბარია მოდიფიცირებულ ვერსიაზე – M1A2 Abrams SEPv3.

ბლაშჩაკის თქმით, “250 უახლესი ტანკი იქნება დისლოცირებული ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში”.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთი აღმოსავლეთით ბელორუსს, ხოლო ჩრდილოეთ – აღმოსავლეთით რუსეთის, კალინინგრადის ოლქს ესაზღვრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები