“ბაიდენის რეიტინგი ავღანეთიდან ჯარების გაყვანის მერე რეკორდულად დაეცა” – მედია

პრეზიდენტ ბაიდენის საქმიანობას დადებითად ამერიკის მოსახლეობის რეკორდულად მცირე ნაწილი – 43% აფასებს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “რეალპოლიტიკა” Gallup-ის ახალ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით,1-17 სექტემბერს ჩატარებული კვლევა პირველია ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ, როდესაც მოსახლეობის ასეთ დიდ ნაწილს, 53%-ს არ მოსწონს ბაიდენის საქმიანობა.

ბაიდენი დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერების 90%-ს მოსწონს, რესპუბლიკელებში კი – მხოლოდ 5%-ს.

რეკორდულად დაბალი, 37%-ია ბაიდენის მხარდაჭერა ამერიკის უპარტიო მოქალაქეებში.

ამერიკის პრეზიდენტის რეიტინგის კლება ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გამოსვლასა და ქვეყნის ხელისუფლებაში ”თალიბანის” მოსვლას მოჰყვა.

კვლევაში 1000 ადამიანი მონაწილეობდა, ცდომილების ზღვარი 4%-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები